ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა.
„არასამართლიან არჩევნებზე საუბრობთ და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გსურთ? გპასუხობთ ამ კითხვაზე. ჩვენ არჩევნები უკვე ჩავატარეთ. ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში ძალაუფლების გადანაწილება საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში უნდა მოხდეს და არა ქუჩებში გამართული აქციებით.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.