ქუთიასში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ავტომშენებლის დასახლებაში პოლიციის მესამე განყოფილებასთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი ქუჩას კვეთდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
როგორ ცნობილია მძღოლი ჯერ-ჯერობით დაკავებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ქუთაისში კაცი დაჭრეს
ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ...










