ცოტა ხნის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავდა 2 გოგონა. ისინი ამ წუთებში იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდებს თავის ტრამვა აღენიშნება. თვითმხილველის თქმით ავტომობილის მძღოლს ადგილიდან მიიმალა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
TV25.GE