ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტში
ავარია სოფელ წინანდალში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
პერიმეტრზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვალუტის კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო....










