მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები აზოვსტალთან ახლოს საავადმყოფოში იმალებოდნენ.
„დიახ, მარიუპოლი, კერძოდ, აზოვის ზონა სუპერმძიმე ბომბების დაბომბვის ქვეშ იყო. მაგრამ აზოვსტალის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხანია არავინ იმალება, განსაკუთრებით ადრე დანგრეულ საავადმყოფოს შენობაში“.
ინფორმაცია, დაბომბვის შესახებ და საავადმყოფოს ნანგრევებში 300-მდე ადამიანის მოყოლის შესახებ, უკრაინელმა პოლიტიკოსმა, მარიუპოლიდან სერგეი ტარუტამ გაავრცელა.