პიონერთა პარკში დასაქმებულები, მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. როგორც ადგილზე აცხადებენ, გოგონამ ახალგაზრდა მამაკაცი , შურისძიების მიზნით, დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს ცოლი გარდაცვლილი ყავს, სავარაუდოდ სწორედ მის მოკვლაში ადანაშაულებდა, გოგონა და ამ მიზნით გამოჭრა ყელი.
” დაუჭრია და წასულა, ამ ბიჭს უვლია და სკამზე ჩამომჯდარა, მე როგორც გავიგე საავადმყოფოში წაუყვანიათ, სადაც უკვე გარდაცვლილა. როგორც თქვეს გოგონა, ცოლის ნათესავი იყო და ადანაშაულებდა თურმე შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე. ისიც თქვეს არტერიასთან დაჭრაო” – აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც
ამავე თემაზე
სული მეწვის ჩემო უბოროტო – ვინ არის მამაკაცი, რომელიც ქუთაისში ქალმა მოკლა