62 წლის დავით ნაფეტვარიძე ქუთაისში, ავტომობილში ცხოვრობს. როგორც მამაკაცი ”მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს მას სახლი გერმა გაუყიდა და უკვე 5 თვეა რაც მის საცხოვრებელ სახლს ავტომშენებლის 17 ნომერში მდგარი ავტომობილი წარმოადგენს.
”ტანსაცმელი მაქვს, საბანი, ”პაკრივალა” მაქვს ერთი. გერმა გამიყიდა მე სახლი, დედამისი გამასვენებია, 40 გადამახდევინა, ქვა დავუდგი, გაზი გავუყვანე და მეხუთე თვეა რაც გამიყიდა ბინა. ჩუმად გაყიდა ბინა და გაიპარა აქედან და რომ დავრეკე არ აიღო ყურმილი. კარტაც გადააგდო ალბათ, აქეთ აღარ დარეკოო.
აქ რა პირობებია ხომ უყურებ, აქოთებული ვარ კაცი, აბანო არა, ტუალეტი არა. ჩემი თხოვნა იქნენა სადმე, რამე რომ მომიძებნონ, რომ თავი შევაფარო. საჭმელს მეზობლები მაჭმევენ. სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მაქვს. თუ გამომიჩნდება რამე ხარაჩოს გარდა, მივდივარ და ვლესავ. ხელობა ვიცი, სვარკა ვიცი, ლესვა ვიცი, შენება ვიცი, ბეტონს ვასხავ.” – ამბობს დავით ნაფეტვარიძე.