გორდის სკოლის რეაბილიტაციას ახალი სამშენებლო კომპანია შპს “სათავე+” აგრძელებს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 3 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
“მეგა ტვ” შპს “სათავე+”-ს ხელმძღვანელს დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით სკოლის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში დასრულდება, მისივე თქმით ახლა ადგილზე შავი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ახლა მიდის ლესვის სამუშაოები. გადახურვა, რომელიც მიტოვებული იყო, დავასრულეთ. ძირითადად ახლა შავი სამუშაოები მიდის, ლესვები და ელექტროობა .
რაც გვაქვს აღებული ვალდებულება მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, იმ ვადებში დასრულდება სამუშაოები. ” | აცხადებს შპს “სათავე+”-ს ხელმძღვანელი.
გორდი უკვე მე-4 წელია სკოლის შენობის გარეშეა დარჩენილი. 2020 წელს ტენდერი შპს “სპეცმონტაჟმა” მოიგო, თუმცა ადგილზე სამუშაოები მეტ წილად შეჩერებული იყო.
გორდის სკოლის რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 4 მილიონი ლარი გამოიყო, 2 მილიონი უკვე გახარჯულია, ხოლო დარჩენილი თანხა ახალ კომპანიას შპს “სათავე+”-ს გადაეცა.