LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

დაპოსტა 2024/12/17-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში, – ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, რომელმაც განცხადება ევროკომისიის სახელით გააკეთა.

„თითქმის სამი კვირაა ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს აწყობს ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიცვან მათი დემოკრატიული და ევროპული მომავალი. უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის განცხადებას მათი გადაწყვეტილების შესახებ, არ დაიწყონ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2030 წლამდე. ეს ნაბიჯი არის საქართველოს წინა მთავრობების პოლიტიკიდან და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებიდან აშკარა გადახვევა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა ვხედავთ, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან. საქართველოში სიტუაცია უარესდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაახლოებით, 300-მა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა განიცადა, ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პოლიციამ 400 ადამიანი ადმინისტრაციულ, 30-ზე მეტი კი სისხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულა, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, ან არაოფიციალური მოძალადე ჯგუფებიდან არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“, – აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.

მისი თქმით, ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ნიმუშის ნაწილია.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც სერიოზული დარღვევებით აღინიშნა, ხელისუფლებამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ასევე ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ საკანონმდებლო პაკეტი, ორივე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება, ივნისში, ჩვენ ვუპასუხეთ გარკვეული ზომებით, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით და დახმარების შეწყვეტით – 30 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობის პირდაპირი დახმარების სახით – შეჩერდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. საქართველოს მთავრობამ მოქმედების კურსი არ შეცვალა. დრო იყო ევროკავშირს გადამწყვეტი და ერთიანი რეაგირება მოეხდინა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენგან ქართველი ხალხი ელის.

ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში“, – აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
რატომ შეიძლება დაჯარიმდეთ 3 000 ლარით
მთავარი

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია. ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"