LIVE TV
კვირა, ნოემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თურქეთში უნდა წაეყვანათ, წუხელ “გაფრინდა ჩვენი ბიჭი”

დაპოსტა 2021/09/08-ში
9.8k
ნახვა
გაზიარება

მთელი ჩოხატაური მოუთმენლად ელოდა თორნიკეს გამოჯანმრთელებას. სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი შექმნეს მისმა მეგობრებმა თორნიკეს გადასარჩენად. თურქეთში უნდა წაეყვანათ. იყო იმედი… ყველა თორნიკეს სიცოცხლეს ელოდებოდა, მაგრამ… წუხელ “გაფრინდა ჩვენი ბიჭი ზეცაში, უფალთან”.

ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებმა თორნიკე ლომთათიძემ მძიმე და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.  მას შემდეგ ებრძოდა სიკვდილს…
სოციალურ ქსელში ერთმანეთს უსამძიმრებენ ჩოხატაურელები, თორნიკეს მეგობრები, ახლობლები თუ ადამიანები, რომლებიც არც კი იცნობდნენ ბიჭს. და მხოლოდ გაეგოთ მის შესახებ.

“ზრდილი ბიჭი იყო. სიცოცხლით სავსე. მზე დაჰქონდა უბით. რამდენ რამეს მოუყვება უფალს, სიცოცხლეზე ისაუბრებს , სიყვარულზე, მეგობრობაზე. სხვა რამისთვის არ ეცალა თოკას, სიყვარულს ეშურებოდა, მცირე დროით მოვლენილი ბიჭი”, _ წერს თორნიკეს მასწავლებელი ნუნუ კვასხვაძე.

“მიყვარხარ უსასრულოდ!

უსასრულოდ შემიძლია ჩვენი ისტორიების მოყოლა! ყველა წამი მიყვარს შენთან გატარებული!
ღმერთო, რამდენი რამე ტრიალებს გონებაში _ შენი ხმა, შენი სიცილი, შენი სიარული! ?
მიყვარხარ, თორნიკე. მაპატიე, შენთან გამომშვიდობებაც რომ არ შემიძლია!
იქ შევხვდებით!

უშაქრო ყავით ხელში! _ წერს თორნიკეს მეგობარი მონიკა დოლაბერიძე.

“ვინ დამაჯერებს იმას რო აღარ ხარ და ვეღარასდროს გნახავ??? გამორიცხულია!

ამასაც როგორ ვწერ, მარტო შენ მიხვდები, ვიცი, რომ კითხულობ ყველაფერს! ისიც ვიცი, რომ ხშირად გნახავ და ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით.  ყველაზე მეტად მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები! შენ ადგილს ვერავინ ვერ შემიცვლის! მეზიზღება ყველაფერი შენ რომ არ იქნები, ისეთი სამყარო არაფერია. ვინ მომიშლის ნერვებს? ვინ დამირეკავს დღეში 20383ჯერ? ვინ გამახალისებს? ვის მოვუყვე ყველანაირი ყოველდღიური წვრილმანი? ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, ბოლო წუთამდე მეგონა რომ არ დამტოვებდი, მაგრამ ვეღარ გაუძელი… მენატრები უკვე სიგიჟემდე და მერე რა იქნება, ვერ გეტყვი. შენ თვითონ დაინახავ.  მიყვარხარ გულში! ნათელში იყავი, სადაც ხარ და სიზმარში ყოველდღე თუარა ხშირად დამესიზმრე, მანდ მაინც გნახო!!! _ წერს თორნიკეს მეგობარი ნანუკა მარშანიშვილი.

“როგორ მჯეროდა, რომ სხვაგვარი დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს.
რა საშინელება ყოფილა ღმერთო…
თოკო, შენი სიცილი ჩაგვესმის ყველას წუხელს მერე.
არვიცი სიტყვები დამეკარგა, ამერია თავში ყველაფერი. მუდმივად ტრიალებს ერთი კადრი, შენ იცინი და იცინი.
შენი სიკეთე და კეთილშობილება, შენი ალალი და წრფელი გული…
დედა როგორ გინუგეშოთ ჩემო მეგობარო!” _ წერს თორნიკეს მეგობარი თამუნა მეგრელიძე!

სოციალურ ქსელში ბოლო არ უჩანს თორნიკეს გამოსამშვიდობებელ თუ ერთმანეთისთვის მისასამძიმრებელ პოსტებს.

“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს, მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მთელ ხიდისთავს საუკეთესო ბიჭის დაღუპვის გამო და გამძლეობას უსურვებს მათ.

gurianews.ge

გაზიარება3913

დაკავშირებული -პოსტები

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
1.1k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
337
მთავარი

ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ნოემბერი 1, 2025
628
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული...

დაწვრილებითDetails

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
240
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ნოემბერი 1, 2025
263
მთავარი

ფრინველის გრიპი წელს გერმანიაში ადრე და სწრაფად გაჩნდა. სექტემბრის დასაწყისიდან, ფრიდრიხ ლოეფლერის ინსტიტუტმა, გერმანიის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანომ, დააფიქსირა გრიპის 30-ზე მეტი აფეთქება ქათმის ფერმებში, ასევე შემთხვევები ველურ ფრინველებში ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა კვლავ მოიმატა

ნოემბერი 1, 2025
743
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში მცირედით - 0.01%-ით გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 003 დოლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ...

დაწვრილებითDetails

9 თვეში 40 464 დანაშაული აღირიცხა – შსს

ნოემბერი 1, 2025
101
მთავარი

მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2,26%-ით მეტია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის...

დაწვრილებითDetails

ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა

ნოემბერი 1, 2025
81
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „აქციის...

დაწვრილებითDetails

რა ეკრძალებათ დღეიდან დღეიდან საჯარო მოხელეებს

ნოემბერი 1, 2025
607
მთავარი

1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი

ნოემბერი 1, 2025
28.1k
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კახა ალშიბაია, ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, კახა ზუგდიდსკი საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კახა ზუგდიდსკის, იგივე კახა ალშიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წელს გავრცელდა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».