LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საღეჭი ნიკოტინის ბალიშებს,15-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან მაღალი მოხმარების მაჩვენებელი აქვს – გიორგი ბახტურიძე

საღეჭი ნიკოტინის ბალიშებს,15-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან მაღალი მოხმარების მაჩვენებელი აქვს – გიორგი ბახტურიძე

დაპოსტა 2026/04/08-ში
A A
102
ნახვა
გაზიარება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საღეჭი ნიკოტინის ბალიშებს, რომელიც გასულ წელს შემოვიდა ქვეყანაში, 15-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან მაღალი მოხმარების მაჩვენებელი აქვს.

როგორც გიორგი ბახტურიძე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ბოლო კვლევების თანახმად, ასევე გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი 15-16 წლის მოზარდებში. მისივე თქმით, ნიკოტინის ბალიშების და ელექტრონული სიგარეტის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უნდა აიკრძალოს იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები „საგანგაშოა და ეპიდემიის მანიშნებელია“.

„ჩვენ, 15-16 წლის მოზარდებში, თამბაქოს მოხმარება 2019 წელს გვქონდა 18% და ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2024 წელს ჩატარდა 11%-ს შეადგენდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კლება გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს, მართალია ბაზარზე ახალი შემოსულია, მაგრამ ბავშვებში და ახალგაზრდები ფეხი ძალიან მოიკიდა, საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს – 15-16 წლის მოზარდებში, „ალკოჰოლის და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ევროპული კვლევის“ თანახმად, 2019 წელს გვქონდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარების 7 %-იანი მაჩვენებელი და 2024 წლის მონაცემებით 14 %-ზე მეტი არის მოხმარების მაჩვენებელი.

რაც შეეხება საღეჭი ნიკოტინის ბალიშებს, გასულ წელს პირველად ჩატარდა თამბაქოს მოხმარების შესახებ ეროვნული კვლევა და 15-18 წლამდე ასაკის მონაცემები ამოიღეს, შედეგად ნახეს, რომ დაახლოებით 2%-ზე მეტია საღეჭი ნიკოტინის ბალიშების მოხმარება. გასულ წელს შემოვიდა ბაზარზე საღეჭი ნიკოტინის ბალიშები და სასტარტო პირობები შემაშფოთებელია. ახლა რომ შემოვიდა ბაზარზე და ასეთი მაღალია მოხმარება, აქაც მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი გვაქვს.

რა შეიძლება იყოს აღნიშნულის მიზეზი? თამბაქოს და ნიკოტინის ინდუსტრია ერთი და იგივე ინდუსტრიაა. ერთი კომპანია ფლობს როგორც ჩვეულებრივ თამბაქოს, ასევე გასახურებელ თამბაქოს, საღეჭი ბალიშები და ელექტრონული სიგარეტიც შემოაქვთ ბაზარზე. დამოუკიდებლად ელექტრონული სიგარეტი შემოდის ჩინეთიდანაც. 2018 წლიდან, ჩვენ როგორც ჩვეულებრივ, ისე გასახურებელ თამბაქოზე, ელექტრონულ სიგარეტზე რეკლამა – პოპულარიზაციის სპონსორობის ყველა ფორმა აკრძალული გვაქვს. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში, სოციალურ მედიაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. გარდა იმისა, რომ ინტერნეტ სივრცეში რეკლამა აკრძალული გვაქვს, სამწუხაროდ, ხშირია დარღვევის შემთხვევები. მაგალითად, „იუთუბ“ გადაცემაზე, „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქ“ გვერდზე ცნობილი სახეები ახდენენ კონკრეტული ბრენდების, ელექტრონული ბრენდების დემონსტრირებას, როგორც მოწევის, ისე ლოგოსი, სახეობის… ეს უკანონოა, ხშირად ჩვენ ვაფიქსირებთ ამ დარღვევებს და ინფორმაციის მიწოდება ხდება შემოსავლების სამსახურისთვის, რათა სანქცირება მოახდინონ. 5000-ლარიანი საჯარიმო სანქციაა, თუ მოხდება ინტერნეტით უკანონო რეკლამა-პოპულარიზაცია. იმდენად ხშირია უკანონო ქმედებები, რომ რთულია ამ პროცესის ბოლომდე მიდევნება.

ჩვენი წინადადებაა, რომ ნიკოტინის ბალიშების და ელექტრონული სიგარეტის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია აიკრძალოს.

იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები საგანგაშოა და ეპიდემიის მანიშნებელია, ჩვენც მოვითხოვთ გადამჭრელი ზომების მიღებას, საერთოდ იყოს აკრძალული. ყველა პროდუქტში უნდა მოხდეს არომატიზატორების და დანამატების აკრძალვაც, არ იყოს მიმზიდველი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის“,- აღნიშნავს ბახტურიძე.

 

„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.   ფოტო : Topnews.com.ge

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში...

დაწვრილებითDetails

მსგავსი სადიზმი არასდროს მახსოვს, რა ხდება ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?! – ნინი შერმადინი

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ნინი შერმადინის ინგლისურენოვანი სიმღერა რადიოს ჩარტში მეორე პოზიციაზეა
მთავარი

ნინი შერმადინი პოსტს აქვეყნებს: "ახლახანს ფოტო შემხვდა, ფისოს მოჭრილი თავი ეგდო თელავში სკოლის ეზოში!!!!!!!!! ხალხნო!!!!! მიაქციეთ შვილებს ყურადღება, ფსიქოპატებს ნუ ზრდით!!!! ცხოველზე მზრუნველობით და მოვლით ასწავლეთ ადამიანობა, რომ დაბერდებით და...

დაწვრილებითDetails

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა – სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს
All news

სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა - სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას”- ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და...

დაწვრილებითDetails

“იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“სამი დღის განმავლობაში გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული პროცესისა “- ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ გავხდით მოწმე სრულიად პოლიტიზებული და სამართლებრივად დაუსაბუთებელი პროცესისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან - როდესაც ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების „დღეები დათვლილია“, ეს ნიშნავს...

დაწვრილებითDetails

„მოტყუებით 21000 ლარს დაეუფლა…“ – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა...

დაწვრილებითDetails

გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გურიის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,...

დაწვრილებითDetails

აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

by მეგა TV
ოქტომბერი 24, 2026
0
აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აკადემიკოსის დიპლომი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"