Youtube-მ 29 სექტემბერს გააკეთა განცხადება, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ ყველა მასალას დაბლოკავს.
აკრძალვა სხვა ვაქცინების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასაც შეეხება.
CNN-ის ცნობით, Youtube ასევე დაბლოკავს იმ ცნობილი ადამიანების არხებს, რომლებიც ვაქცინაზე დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის არის რობერტ ფ. კენედი უმცროსისა და ჯოზეფ მერკოლას არხები.
ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო, რადგან რამდენიმე მედია პლატფორმა გააკრიტიკეს, რომ ვაქცინის დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად საკმარისს არ აკეთებდნენ.
თეთრმა სახლმა ტექნიკურ კომპანიებს ჯერ კიდევ ივლისში მოუწოდა, აეკრძალოთ დეზინფორმაციის ათეული. სიაში ის ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც Youtube-მა დღეს დაბლოკა.










