კომპანია Wizz Air ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილს ისევ აუქმებს – ინფორმაციას “მთავარი არხის” ავრცელებს. მათივე ცნობით გაუქმებულია ფრენები ვენის მიმართულებით.
ავსტრიაში მოგზაურობის მსურველები გვიყვებიან, რომ კომპანიამ ჯერ აპრილსა და მაისში, შემდეგ კი ივნისში დაგეგმილი ფრენები გაუუქმა. ისინი ახლა კომპენსაციის მოლოდინში არიან.
მანამდე კი, ამავე საკითხზე 2 თვის წინ, 18 მარტს ვწერდით – მაშინ კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ფრენების გაუქმების მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და ევროკავშირის რეგულაციებია. მაშინ კომპანიამ ფრენები იტალიისა და გერმანიის ქალაქების მიმართულებით შეაჩერა.
Wizz Air-მა, ქუთაისიდან ზაფხულის ფრენების ნაწილი შეაჩერა
მანამდე კი, 4 მარტს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის აეროპორტში ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენდა.
ამის შემდეგ კი, უკვე აპრილის შუა რიცხვებში, კომპანიამ რეგულარული ავიარეისები მხოლოდ ორი, ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლა.
WizzAir ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს 18 აპრილს განაახლებს
მაისიდან კი, სამოქალაქო აქვიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები უნდა აღდგეს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით. ცნობილი ხდება ისიც, რომ ივნისიდან Wizz Air პირდაპირი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით განაახლებს.










