LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
WHO/ევროპა: COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა

WHO/ევროპა: COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა

დაპოსტა 2021/11/26-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

კოპენჰაგენი, 2021 წლის 25 ნოემბერი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა
პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში
COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი
გადაურჩა სიკვდილს.

აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც
ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს.
„COVID-19-მა ჩვენს რეგიონში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ახლა უკვე
კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც
პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით,“ – ამბობს ჰანს
ჰენრი კლუგე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევაა და ეს
კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ასრულებს დანაპირებს – იცავს ადამიანის სიცოცხლეს მძიმე დაავადების
და სიკვდილისგან. ვაქცინების გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა.
შესაბამისად, აუცილებელია ევროპის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ რაც
შეძლება მეტი ადამიანის აცრა, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებში.

ვაქცინაციის დაბალი
მაჩვენებლების მქონე ქვეყნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანებს, ვინ ყველაზე მაღალი რისკის
ქვეშ დგას და რაც შეიძლება მალე უნდა დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები. ამასთანავე, ვაქცინაციის
პარალელურად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა გადაცემა იყოს დაბალი, ხოლო
საზოგადოებრივი ცხოვრება შეუფერხებლად წარიმართოს,“ – ამბობს კლუგე.

2019 წლის დეკემბრიდან ევროპის რეგიონის ქვეყნებში SARS-CoV-2-ით 1.5 მილიონზე მეტი
ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 90.2% 60 წლის და მეტი ასაკის იყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინების სწრაფი წარმოების და ადმინისტრირების წყალობით შესაძლებელი გახდა მილიონობით
მოწყვლადი ადამიანის დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან. თუმცა, ევროპის
სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვაქცინების გამოყენების ტემპი არათანაბარია.

მეთოდოლოგია

ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე კვლევის
ავტორებმა (WHO/ევროპა და ECDC) გამოთვალეს იმ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო
რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. ამის შემდეგ გამოთვალეს
COVID-19-ის ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა, როგორც სხვაობა ამ სავარაუდო
რაოდენობასა და 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით აღრიცხულ სიკვდილის
რაოდენობას შორის, 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში.

ამ შეფასების მიხედვით, COVID-19 ვაქცინაციის წყალობით ამ ასაკობრივ ჯგუფში 469,186
ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა 33 ქვეყანაში – სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა.
რამდენიმე ქვეყანაში, სადაც უფრო დეტალური მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, გადარჩენილ
ადამიანებს შორის უმეტესობა 80 წლის და ზემო ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება (261,421 ადამიანი).

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს COVID-19
საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა. აქ ასევე
ნაჩვენებია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ადრეულად დაიწყო და
მისი გამოყენება სამიზნე ჯგუფებში მაღალი იყო.
სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ნაკლებად ეფექტური იყო, ვინაიდან ვაქცინაცია ან ნელა
წარიმართა, ან მიმდინარეობდა არაეფექტური ფარმაცევტული ინტერვენციების პარალელურად.
ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი ამბობს: „ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპს შედეგად
მოჰყვება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ
გააუმჯობესონ იმუნიზაციის ტემპი, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და დაავადების მაღალი რისკის
მქონე ადამიანებში.“

„ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია COVID-19 ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ და აუცილებელია მათი
დაუყოვნებლივ დაცვა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, ჯერ კიდევ
არის მოსახლეობის ქვე-ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალია, ვიდრე ეს სასურველია. ასაკოვანი
მოსახლეობის ვაქცინაცია გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა შემდგომი კვირების და თვეების
განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს.“

ვაქცინაცია აუცილებელია სხვა პრევენციულ ზომებთან ერთად
ვაქცინაცია ერთ-ერთია იმ პრევენციულ საშუალებებს შორის, რომელიც პანდემიის
შეჩერებისთვისაა საჭირო, თუმცა ის, ცალკე აღებული, ვერ დაასრულებს ჯანდაცვის სექტორის ამ
კრიზისს.

ვირუსის გადაცემის შეზღუდვისთვის საჭიროა სხვა ზომების მიღებაც. ეს საჭიროა, რათა
შეუფერხებლად გაგრძელდეს საზოგადოებრივი ცხოვრება, შემცირდეს ზეწოლა ისედაც უკვე
გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე და რაც მთავარია, ჯანდაცვის მუშაკებზე, რომელთაც ხშირად 18
საათზე მეტის მუშაობა უწევთ პანდემიასთან საბრძოლველად.

„უპირველეს ყოვლისა – აიცერით. ვაქცინაცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლეს იცავს,“ –
ამბობს ჰანს კლუგე. „ჩვენ ვიცით რომ ვირუსი ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ და შეზღუდულ
ადგილებში. ამიტომაც, აუცილებელია ზომების დაცვა, რადგან შევამციროთ გადაცემა, განსაკუთრებით
ახლა, როცა ზამთრის დადგომასთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებთ შიდა სივრცეებში.“

„დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში ატარეთ პირბადე; დაცემინებისა თუ ხველების დროს
დაიფარეთ პირი; სხვა ადამიანებთან დაიცავით ფიზიკური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ
ხელები. ასევე აუცილებელია კარგი ვენტილაცია, ამიტომ, თუ უსაფრთხოა, გამოაღეთ ფანჯრები და კარი
და შემოუშვით სუფთა ჰაერი. აუცილებელია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ამ ზომების დაცვას და ეს
ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი და სხვების დასაცავად, მაშინაც კი, როცა სრულად ვართ ვაქცინირებული,
ვინაიდან ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრავს ვირუსის
გადაცემას.“

„ამ ქმედებების ჩვეულებად ქცევით ყველა ერთად შევძლებთ შევაჩეროთ ინფექცია და ვირუსის
გავრცელება. როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომისას ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, ისევე უნდა
ვიფიქროთ ხელების დაბანაზე, პირბადეს ტარებაზე ან დისტანციის დაცვაზე, რათა დავიცვათ თავი
ინფექციისგან.“

სანამ პანდემია დასრულდება, ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ეფექტური საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაგალითად, უფასო ტესტირება, კონტაქტების მოძიება გადაცემის
ჯაჭვის შესამცირებლად, ასევე დაუყოვნებლივ კომუნიკაცია პრიორიტეტული ჯგუფების იმ
წარმომადგენლებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სრული ვაქცინაცია.

 

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – მეუფე იოანე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
როდესაც ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა – მეუფე იოანე ნამოხვანჰესის მშენებლობაზე
მთავარი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. იოანე გამრეკელი...

დაწვრილებითDetails

“ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე” – გიორგი შარაშიძე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე. დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას” (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა. აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა...

დაწვრილებითDetails

საქმე შანტაჟის ნაცვლად! – მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ: - საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. აქვე მან...

დაწვრილებითDetails

განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

ლოცვები, რომელიც ამ დღეებში უნდა წაიკითხონ

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი. პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ "პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე...

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს. „აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ...

დაწვრილებითDetails

სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში ბასრი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"