ჭდე: ბიზნესი

აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე – ირაკლი ლექვინაძე

აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე – ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე: ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად,  გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად. „უნდა გვესმოდეს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სარეკლამო ბაზრის არეალს და  გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე, რეკლამის დამკვეთებზე, არამედ -  რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე.“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ. ამასთან ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“  კანონის პროექტებში ცვლილებების პაკეტი, რომელზეც კონსულტაციები დაწყებულია და  ბიზნესთან, პარლამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. „საქართველოს პარლამენტში უკვე  დარეგისტრირებულია  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საკანონდებლო ცვლილებები, რომელზეც შენიშვნები კერძო სექტორის ჩართულობით მოვამზადეთ. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი შედარებით დაბალანსებულია და კერძო სექტორის რიგი კრიტიკული შენიშვნების ასახვის შემთხვევაში ოპტიმალურ სახეს მიიღებს. ჩვენი და ბიზნესის პოზიციაა, რომ  კანონპროექტის მიზნების მისაღწევად უკვე დარეგისტრირებულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელება მეტად ეფექტიანი იქნება ვიდრე  პარალელურად პარლამენტში უკვე ერთხელ ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალი შემობრუნება“ - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის  საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა 2019 წლის 19 ივნისს   აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით განახლებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს.

ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან – ირაკლი ლექვინაძე

ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან – ირაკლი ლექვინაძე

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში  მოქმედ ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული ოფიციალური სამართლებრივი დასკვნები ...

ვინ არიან მსოფლიოს მილიარდერი ქალები (+ფოტო)

ვინ არიან მსოფლიოს მილიარდერი ქალები (+ფოტო)

გამოცემა Forbes-მა აშშ-ს 11 უმდიდრესი ქალი დაასახელა, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს. მათ ბიზნესი დამოუკიდებლად განავითარეს და სოლიდური კაპიტალიც დააგროვეს. დამოუკიდებელი მილიარდერი ქალების სიაში ...

როგორ დაგეგმოთ ბიზნესი საოჯახო სასტუმროსთვის – ქუთაისში სემინარი გაიმართება

როგორ დაგეგმოთ ბიზნესი საოჯახო სასტუმროსთვის – ქუთაისში სემინარი გაიმართება

ქუთაისში 1-2 ნოემბერს თემაზე ბიზნესის დაგეგმარება საოჯახო სასტუმროებისათვის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის ცენტრში გაიმართება. "თუ ხართ მცირე სასტუმროს მფლობელი, ...

არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას – გიორგი გახარია

არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას – გიორგი გახარია

არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „შრომის ...

ვინ იღებს საქართველოში ყველაზე მაღალ საშუალო ანაზღაურებას

ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 81.6 ლარით გაიზარდა

2018 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 101.3 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით 81.6 ლარით მეტია. სტატისტიკის ეროვნული ...

“შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება” – ბიზნესომბუდსმენი

“შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება” – ბიზნესომბუდსმენი

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების  განხილვებში აქტიურად  ვართ ჩართულები. ბიზნესთან ...

შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს – ბიზნეს ასოციაცია

შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს – ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის, გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს, ...

იმერეთი ევროპის მეორე რეგიონალურ ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

იმერეთი ევროპის მეორე რეგიონალურ ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ევროპის რეგიონთა ასამბლეის ეგიდით 2019 წლის 1-3 ოქტომბერს სერბეთში, ქალაქ ნოვი სადში  მეორე რეგიონალური ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელშიც ორგანიზებულია ევროპის ...

ყოველთვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა

ყოველთვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. “საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ...

Page 2 of 3 1 2 3

კატეგორიები