ელონ მასკის აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა რაკეტის კოსმოსში გაშვება უამინდობის გამო, 30 მაისამდე გადადო.
მედიის ინფორმაციით, რაკეტა Falcon 9-ს კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა, თუმცა მისიის განხორციელების დაწყებამდე 17 წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო დაგეგმილი გაშვება შაბათამდე გადაიდო.
წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში აშშ-ის მიწიდან გაფრინდებიან.
აღსანიშნავია, რომ რაკეტის გაშვების პროცესის დაკვირვების მიზნით ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავიდა. მისიის გადადების შემდეგ მან კაპე-კანავერალის საავიაციო ბაზა დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ შაბათს იქ აუცილებლად დაბრუნდება.