LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს

დაპოსტა 2019/12/25-ში
256
ნახვა
გაზიარება

მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს.

მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%-იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა). თუმცა 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს. ორგანიზაცია თავის წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ავტომატურად ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი გახდა. იმავე 2015 წელს გადაწყდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში საბაჟო გადასახადების გათანაბრება. ამ პროცესის საბოლოო მიზანი საერთო ბაზრის ჩამოყალიბება უნდა გახდეს. სომხეთში საბაჟო გადასახადების გაზრდა გადაიდო 2020 წლამდე, ანუ ზოგიერთი საქონლისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ივარაუდებოდა, რომ 2020 წლამდე სომხეთის ხელისუფლება ცვლილებებთან ქვეყნის ეკონომიკის ადაპტირებას შეძლებდა.

შესაბამისად, 2020 წლიდან ახალი რეგლამენტი სრულად ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული – თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, – ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.

8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი- არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16700 – 42300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.

და ბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმეტრზე 20 ევრო.

საბაჟო გადასახადები განსაკუთრებით გაიზრდება ძველი მანქანებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ავტოდილერები ახლა იაფად ყიდულობენ და ქვეყანაში დიდი რაოდენობით შეაქვთ, რათა შემდეგ შეაკეთონ და ამით მოგება ნახონ. სომხეთი ძველი მანქანების ერთგვარ “სასაფლაოდ” გადაიქცა, სტატისტიკის მიხედვით, სომხეთში შემოსული მანქანების 90% 7 წელზე მეტი წლოვანებისაა. სომხეთში ასეთ ავტომობილებს სწორედ მისი დაბალი ფასის გამო ყიდულობდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ ძველ მანქანებზე გადასახადი მანქანის ღირებულებამდე გაიზრდება, მათი ყიდვა შეუძლებელი გახდება.

მაგალითად, თუ 5000 აშშ დოლარის ღირებულებისა და ორლიტრიანი ძრავის მოცულობის 10-წლიანი მანქანის განბაჟება დღეს 2 100 დოლარი ღირს, 2020 წლიდან მასზე გადასახადი, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, თითქმის ხუთჯერ გაიზრდება.

სომხეთის მოქალაქე ავტომობილების იმპორტიორები სომხეთში ავტომობილების იმპორტს 31 დეკემბრამდე ჩქარობენ. ამჟამად დაბალი გადასახადის პირობებში ბევრ მათგანს დიდი რაოდენობით ავტომობილი ჩამოჰყავს. გარდა ამისა, მანქანების გარკვეულ რაოდენობას ყიდულობენ გადამყიდველებიც, რათა შემდეგ მომგებიან ფასში გაყიდონ სომხეთშივე.

სომხეთში შესული ავტომობილების უდიდესი ნაწილი საქართველოშია შეძენილი და, ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილება საქართველოზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ქართველი ავტოდილერები მაქსიმალურად ცდილობდნენ სომხეთში არსებული მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და წლის განმავლობაში იმდენად დიდი რაოდენობით ავტომობილების იმპორტი ხორციელდებოდა, რომ კონტეინერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ფოთის პორტში რიგები გაჩნდა და მოქალაქეები საკუთარი ტვირთების მომსახურებას დღეობით ელიან. პორტის ოპერატორი კომპანია APM თერმინალს-ის გენერალურმა დირექტორის კლაუს ლოურსენსის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი სწორედ ავტომობილების იმპორტის შესამჩნევი ზრდაა, კონტეინერებიდან ავტომობილების გადმოტვირთვა კი ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ამ სამუშაოს პორტის წარმომადგენლები ყოველთვის დიდი სიფრთხილით ასრულებენ. გაზრდილი რაოდენობის ფონზე კი, პორტი ვერ ახერხებს დროულად მოემსახუროს ყველა მომხმარებელს.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის პორტმა 439,388 კონტეინერი (TEU ერთეული) მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.

ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, საქსტატის რიცხვებიც ადასტურებენ. 2019 წლის 10 თვეში ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ 594 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წელთან შედარებით მთელი 67%-ით მეტია.

ასევე 100 მილიონითაა გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელი სომხეთში – თუკი 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 253 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2019 წლის 10 თვეში უკვე 353 მილიონი დოლარის ექსპორტი გვქონდა. შესაბამისად, სომხეთის ბაზრის ჩაკეტვა ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით საქართველოს ეკონომიკაზეც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს.

ჯერჯერობით, გაურკვეველია რა ბედი ელით ქართველ ავტოდილერებს და როგორ მოახერხებენ ისინი სომხეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას და რამდენად შეამცირებს აღნიშნული გადაწყვეტილება რეექსპორტის მაჩვენებელს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. თუმცა ცხადია, რომ მოსალოდნელი ცვლილებები მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ ავტოდილერებს და მათ ან ფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევთ ავტომობილებზე, ანაც ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და სომხეთის ბაზრის ჩანაცვლება.

წყარო: „ბანკები და ფინანსები”

თეგები: ავტობაზრობაავტომობილებისაქართველოსომხეთი
გაზიარება109

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
119
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
305
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

იანვარი 20, 2026
102
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
15
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
109
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
222
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

იანვარი 10, 2026
574
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

იანვარი 9, 2026
166
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

იანვარი 9, 2026
67
ეკონომიკა

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგური და მის ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე ატვირთულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ითხოვს, რომ მშენებლობასტან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაჩქარებული...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 9 იანვრისთვის

იანვარი 8, 2026
332
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».