ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე, 60 000 პალესტინელი დაიღუპა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ დაღუპულებს შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
ასევე, ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 145 870-ს შეადგენს, ხოლო ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.