ფინური მუსიკის დიდების დარბაზის საპატიო წევრმა მუსიკალურმა კოლექტივმა Nightwish ახალი კომპოზიცია Noise და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა.
გოთ/მეტალ ჯგუფი მსმენელს დაუბრუნდა. ახალი კომპოზიცია კოლექტივის ორმაგ ალბომში Human. :II: Nature შევა, რომელიც 10 აპრილს უნდა გამოვიდეს.
ბენდი მოღვაწეობას ერთ-ერთი დამაარსებლისტარია ტურუნენის გარეშე გააგრძელებს, რომელმაც კოლექტივი ჯერ კიდევ 2005 წელს დატოვა.
ჯგუფს Nightwish 9 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.