LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„MEGOBARI აქტი“ და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, ნიშნავს იმას, რომ იზოლაციაში შევდივართ”- სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/05/07-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.

„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა (რომელიც პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება და ალბათ, ამით არ მთავრდება) ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.

ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები. არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყანას ერთპიროვნულად (შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით) მართავს და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსვლის [გზა] ახალი არჩევნებია. ეს ყველა ქვეყანაში გამოცდილი ფორმაა, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან, ისე რომ ეს გამოსვლა მშვიდობიანი იყოს, ახალი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა გაჩერებულია…ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ სწრაფად ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ყველა საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს.

ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია „MEGOBARI აქტი“. ასევე, მაჩვენებელია იმის, თუ დღევანდელი „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას, [რომელიც] უკვე ყველამ დაინახა და ეს ასე ვერ გაგრძელდება.

ამიტომ, ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მისთვის არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისმგებელია და თანამდებობაზეა, შეიძლება თავს უშველოს, ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და ამას ერთად უნდა ვუშველოთ იმით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია. იმიტომ, რომ ქვეყანას დრო უკვე აღარ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ ღრმა ჩიხიდან გამოვიდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი კვარაცხელიას საქმეზე დაკავაბულებს პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის...

დაწვრილებითDetails

“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ
მთავარი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და კიდევ 10 პირი პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 34 წლის ქალი დღევანდელ პროცესზე სხდომის დახურვას ითხოვდა. ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent  გამარჯვებული გახდა
მთავარი

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent - ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა მოდის

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილი სხდომიდან კვლავ გააძევა, მისი რეპლიკების შემდეგ დარბაზში ოვაციების გამო კი სხდომა დახურა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილი  სხდომიდან კვლავ გააძევა, მისი რეპლიკების შემდეგ დარბაზში ოვაციების გამო კი სხდომა დახურა
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა. აღნიშნულის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა...

დაწვრილებითDetails

ერთადერთი დაკავებული ქალი “ქურდული გარჩევების” საქმეზე – რას ამბობს პროკურორი

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ერთადერთი დაკავებული ქალი “ქურდული გარჩევების” საქმეზე – რას ამბობს პროკურორი
მთავარი

საქმეების გარჩევა "ქურდული" წესებით" - 35 წლამდე ლალო გველესიანს, რომელიც 29 დაკავებულიდან ერთადერთი ქალია, გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას ედავება. როგორც დღეს მედიას პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განუცხადა, ლალო გველესიანმა სხვა პირთა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რიკოთზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ცნობილია რიკოთზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც...

დაწვრილებითDetails

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა და ეს ტრაგიკული მოვლენაა – რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა - ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"