ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია “ქვანტორს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას.










