Facebook-ი ნიუსფიდში პოლიტიკური კონტენტის შეამცირებას გეგმავს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ფინანსური ანგარიშის დროს განაცხადა, ხალხი ხშირად ამბობს, რომ არ სურთ თავიანთ ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტები იხილონ. ამასთან დაკავშირებით სოციალურმა ქსელმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მიდგომა შეამოწმოს, რათა უკეთ გაიგოს, რას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას.
უკვე ამ კვირაში პოლიტიკის შესახებ პოსტები შემცირდება კანადაში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში, უახლოეს კვირაში კი – აშშ-ში