LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს მოქალაქეებმა 2019 წელს საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 2,355 მლრდ ლარი დახარჯეს

(COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები)

დაპოსტა 2020/03/29-ში
A A
111
ნახვა
გაზიარება

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
 მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
 ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
 აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
 მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა
დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე
პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

 მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი – გავრცელების პრევენციას;
 სამუშაოს დაწყების წინ უნდა გაკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
 მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე
პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
 იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყოსმუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
 პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
 მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები. გამოყოს პიროვნება ვინც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;
 ეცადოს მოძებნოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები. წაახალისოს დისტანციურიგადახდები.
 შენობის შესასვლელებში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
 თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
 დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან (მათ შორის თხევად საპონთან და ქაღალდის ხელსახოცებთან) და სახის ნიღბებთან;
 უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსება დახურულ კონტეინერებში და მათი დროული გატანა შენობიდან, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
 უზრუნველყავთ მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საწმენდი საშუალებები მის
გასაწმენდად;
 შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესეოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა
მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;
 სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახისფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით;
დასაქმებულების ვალდებულება
 დასაქმებულები უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით(ხელთათმანი, რესპირატორი);
 ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით); დასაქმებულთა ვალდებულებები ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
 დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
 დაასუფთავეთ სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;
 საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ ;
 მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
 დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი მოათავსეთ ურნაში;
 გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
 მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება, ასევე მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და
პირზე შეხებას.
 მობილური ტელეფონის/ქალაქის ტელეფონის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ტელეფონს შეეხეთ ხელებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანია. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები.

თეგები: კორონარეკომენდაციარეკომენდაციები
გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის-რომის პაპი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.   რომის პაპის...

დაწვრილებითDetails

“არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვატიკანის მეთაური, პაპი ლევ XIV გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ სურს ასეთი ადამიანი კათოლიკური ეკლესიის სათავეში. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა.   ტრამპის...

დაწვრილებითDetails

ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას – რაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.   "მადლობას ვუხდი...

დაწვრილებითDetails

“უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი” – ვახუშტი მენაბდე

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
“უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი” – ვახუშტი მენაბდე
მთავარი

გუშინ უნგრელმა ხალხმა ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა. ამ არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი, - ამის შესახებ მის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა”-პიტერ მადიარი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
“უდიდესი პატივია, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა”-პიტერ მადიარი
მთავარი

ტისას“ მთავრობა ყველა უნგრელის მთავრობა იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.   „მადლობა ყველა უნგრელს როგორც სამშობლოში, ისე მთელი...

დაწვრილებითDetails

“გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო”-ფრიდრიხ მერცი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
“გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო”-ფრიდრიხ მერცი
მთავარი

უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პიტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.   „მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

მკვლელობა მცხეთაში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

13 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. უმეტეს ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა და და ზოგან ძლიერი ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +13 გრადუსი, რუსთავში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა ,...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.     ვერძი - დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"