5 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ, ბერლინის პანკოვის რაიონის პარკში დანით მოკლული იპოვეს უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა დაახლოებით...
დაწვრილებითDetailsორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ახლა თურქეთში ცუნამსაც ელოდებიან. სპეციალისტები ზღვის დონის მინიმუმ 50 სანტიმეტრით მომატებას პროგნოზირებენ. სამაშველო სამსახურები ზღვის ზოლიდან...
დაწვრილებითDetails,,თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც მან კიდევ ერთხელ...
დაწვრილებითDetails"ჰატაისპორის” ფეხბურთელი, კრიტიან ატსუ, რომელიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, შენობის ნანგრევებში მოხვდა, ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ატსუს ჯანმრთელობის შესახებ...
დაწვრილებითDetailsარლ ნეჰამერი- ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, ირაკლი ღარიბაშვილს შევთავაზე ჩვენი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა- ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, მან ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერა შესთავაზა ყველა მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც ლაპარაკია არა მხოლოდ გეო სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. ჩვენ დღეს პრესკონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის...
დაწვრილებითDetailsმინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა. ჩვენ გვქონდა ძლიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია. „ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური გახილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედმეგ, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი რა თქმა უნდა იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით თეირანის პოლიციამ განცხადება გაავრცელა. პოლიციის უფროსის, ჰუსეინ რაჰიმის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან...
დაწვრილებითDetailsქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება "მესტალიისკენაა", სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. ჯენარო გატუზოს გუნდის მთავარი...
დაწვრილებითDetailsინფორმაცია აშშ,-ს საელჩოს გვერდზე გავრცელდა: ,, ?? ❤️ ?? შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და...
დაწვრილებითDetailsსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლუი ჰიმ.
დაწვრილებითDetails