მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან – ჯანმო

კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. აქამდე ზოგიერთი მკვლევარი შეშფოთებას გამოთქვამდა...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარია – ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს

 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის პირბადეების გამოყენებას და სოციალურ დისტანცირებას, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები  გააკონტროლებენ. „ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 683 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 237  პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დაწვრილებითDetails

მიუ იორკში კომენდანტის საათი” აღარ გაგრძელდება

ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, "კომენდანტის საათი" აღარ გაგრძელდება, რომელიც კვირას იწურება. ამის შესახებ მერმა „ტვიტერის“ გერდზე დაწერა. „ჩვენ...

დაწვრილებითDetails

ისრაელის პრემიერი საერთაშორისი თანამეგობრობას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ აშშ-ს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ „მაპარალიზებელი სანქციები“ გამოიყენოს. მანვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი...

დაწვრილებითDetails

წესების დაცვით იქნება შესაძლებელი საჰაერო გზით მგზავრობა?

ცნობილი გახდა ის აუცილებელი მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, როგორც მგზავრებმა,...

დაწვრილებითDetails

ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 005 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა, - ამის...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარია – დღეს, საქართველოს ჯარს აქვს ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც გერმანელ და ამერიკელ ჯარისკაცებს

ხომ არ შეიძლება ყველაფრისგან რაღაც ისტორიის შექმნა. რეალურად, საქართველოს ჯარს, დღეს, აცვია ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც აცვია გერმანიის, ამერიკის, ზუსტად...

დაწვრილებითDetails

2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ევროპული ბაზრის მსგავსად, ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და  ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2021 წლის თებერვლიდან, საქართველოში ვირტუალური ოპერატორები (MVNO) შეძლებენ ოპერირებას. კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრა ვალდებულება...

დაწვრილებითDetails

ჰუმანიტარული დახმარება ბულგარეთიდან

 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა...

დაწვრილებითDetails

სამართალდამცავებმა დაკავების პროცესი ქალაქში „კომენდანტის საათის“ ამოქმედებისთანავე დაიწყეს.

პოლიციამ ნიუ-იორკში, მანჰეტენ მიდთაუნში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავების პროცესი ქალაქში...

დაწვრილებითDetails
Page 305 of 367 1 304 305 306 367

კატეგორიები