LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
17 ნოემბერს აზერბაიჯანი ეროვნული აღორძინების დღეს აღნიშნავს

17 ნოემბერს აზერბაიჯანი ეროვნული აღორძინების დღეს აღნიშნავს

დაპოსტა 2025/11/17-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ეროვნული აღორძინების დღის ისტორიული როლი

აზერბაიჯანის  ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენად — ეროვნული აღორძინების დღედ — 17 ნოემბერი ჩაიწერა. ამ დღის სულიერი საფუძველი, ფაქტობრივად, სათავეს იღებს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან, როდესაც აზერბაიჯანს ხელმძღვანელობდა ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი. საბჭოთა იდეოლოგიის მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ჰეიდარ ალიევმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეროვნულ და სულიერ ღირებულებებს, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას და სწორედ ამ პერიოდში აზერბაიჯანი ნამდვილი აღორძინების ეპოქაში შევიდა. მისი ინიციატივით უცხოეთში სწავლა დაიწყო მრავალი ეროვნული სულის მქონე მეცნიერმა და ინტელიგენტმა, რომლებმაც მომავალში სამშობლოს სამსახურს მიუძღვნეს თავიანთი ცოდნა და ძალა. ჰეიდარ ალიევის მიერ შექმნილი სულიერი, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხის საყრდენი გახდა.

1988 წელს, როდესაც სომეხმა სეპარატისტებმა ტოფხანას ტყეში ვანდალური ქმედებები ჩაიდინეს და აგდამში ორი აზერბაიჯანელი მოკლეს, ბაქოში ეროვნული გრძნობები კიდევ უფრო გამძაფრდა. ხალხმა, რომელიც ერთხელ უკვე გასინჯა თავისუფლების გემო XX საუკუნის დასაწყისში, იგრძნო, რომ ისტორიული შესაძლებლობა შეიქმნა დამოუკიდებლობის აღსადგენად. ასე დაიწყო აზერბაიჯანში ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

1988 წლის 17 ნოემბერს ბაქოს ცენტრალურ მოედანზე – თავისუფლების მოედანზე – დაიწყო მასობრივი მიტინგი საბჭოთა სახელმწიფოს, აზერბაიჯანული პოლიტიკისა და სომეხი ნაციონალისტების ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც აზერბაიჯანის მიწებზე ზიზღით მოქმედებდნენ, კლავდნენ თანამემამულეებს და აზერბაიჯანელებს მასობრივად ასახლებდნენ ერევნიდან.

მოედანზე შეკრებილმა ასიათასობით ხალხმა 70-წლიანი კოლონიალური ბორკილების წინააღმდეგ ერთიანად აღიმაღლა ხმა და მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ღირსია თავისუფლებისა. ეს მოძრაობა მთელ რესპუბლიკას მოედო და დეკემბრის 4-მდე გაგრძელდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია.

მოძრაობის მასშტაბის შემხედვარე მოსკოვმა აზერბაიჯანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო დეკემბრის 3-დან 4-ზე ღამით შიდა ჯარის ძალებით მიტინგი ძალადობრივად დაარბია. მიუხედავად ამისა, ეროვნული მოძრაობის ალი ვერ ჩააქრეს. 17 ნოემბერს დაწყებულმა მიტინგმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის დაბადებას.

სამწუხაროდ, იმდროინდელმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეაფასეს სიტუაცია სათანადოდ. მათ საკუთარი და იმპერიის ინტერესები უფრო მაღლა დააყენეს ხალხის ინტერესებზე, რის შედეგადაც მოხდა 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედია. იმ პერიოდის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხალხის ეროვნული აღორძინების პროცესის მართვა. სწორედ ამიტომ, ხალხმა კვლავ ჰეიდარ ალიევს მიაშურა.

1990 წლის 17 ნოემბერს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამფერი დროშა სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა და ამ საკითხზე შუამდგომლობა გაეგზავნა აზერბაიჯანის უმაღლეს საბჭოს. ამით დაიწყო გზა ეროვნული აღორძინებიდან ეროვნული პროგრესისკენ.

1991 წლის მარტში, აზერბაიჯანის სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჰეიდარ ალიევმა ბრძანა:
„აზერბაიჯანის ხალხი უნდა გაერთიანდეს, როგორც საკუთარი წმინდა მიწის მფარველი. რესპუბლიკამ უნდა იაროს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის გზით და იბრძოლოს სრული სუვერენიტეტისათვის.“
ჰეიდარ ალიევმა მთელი თავისი სიცოცხლე ამ წმინდა მიზანს მიუძღვნა-ქვეყნის თავისუფლებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

17 ნოემბერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის ხალხი, რომელსაც აქვს თავისუფლების უფლება, ვერასდროს იქნება დამონებული.

სასიხარულოა, რომ ჰეიდარ ალიევის პოლიტიკურმა მემკვიდრემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა, ხუთი წლის წინ ეროვნულ აღორძინების დღის წინ, აზერბაიჯანის ისტორიაში ახალი, ბრწყინვალე ფურცელი ჩაწერა. მისი ხელმძღვანელობით ძლიერმა აზერბაიჯანის არმიამ დააბრუნა ოკუპირებული მიწები და აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რითაც ხალხს დაუბრუნა ეროვნული ღირსება და სიამაყე.

დღეს, ერთიანად გაერთიანებული, ბრძენი ლიდერის – ილჰამ ალიევის გარშემო შეკრებილი აზერბაიჯანის ხალხი კვლავ უმტკიცებს მსოფლიოს, რომ მათი ნების გატეხა შეუძლებელია.

 

 

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"