საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
დაწვრილებითDetailsდღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე „ლექსო" თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება...
დაწვრილებითDetailsგერმანიის მმართველმა კოალიციამ გადაწყვიტა გერჰარდ შროდერს ექს-კანცლერის პრივილეგიები, რუსეთთან კავშირის გამო, ჩამოართვას. ამის შესახებ Spiegel იუწყება. კერძოდ, შროდერის ოფისის თანამშრომლებს, რომელთა შენახვაც...
დაწვრილებითDetailsLEGO ცნობილი ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის შედევრის - „ვარსკვლავებიანი ღამის“ მოტივებზე შექმნილ ნაკრებს გამოუშვებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის...
დაწვრილებითDetailsმიკელანჯელო ბუონაროტის ნახატი Christie's-ის აუქციონზე 23 მილიონ ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ნახატი მიკელანჯელოს ერთ-ერთი...
დაწვრილებითDetailsბრიუსელში სენ ჟილის კომუნაში მოსკოვის ქუჩა კიევის ქუჩად გადააკეთეს. https://www.brusselstimes.com/brussels/225600/rue-de-moscou-unofficially-renamed-rue-de-kiev-in-saint-gilles
დაწვრილებითDetailsსაქართველოს სანაპირო დაცვისთვის სამეთვალყურეო სისტემის განახლების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა! აშშ-ის ეს პირდაპირი დახმარება ასევე მოიცავდა სენსორულ აღჭურვილობასა და საკონტროლო...
დაწვრილებითDetailsპუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. „კრემლი, ფაქტობრივად, სასტიკად შეცდა საკუთარ სამხედრო შესაძლებლობების, უკრაინის...
დაწვრილებითDetails88 წლის ჯოან კოლინზსა და 56 წლის პერსი გიბსონს 20 წლიანი ქორწინება აკავშირებთ. წყვილი ახალგაზრდულ იერს ბრწყინვალედ ინარჩუნებს და გლამურულ...
დაწვრილებითDetailsმას შემდეგ, რაც ფილმის, The Rust გადასაღებ მოედანზე ტრაგედია დატრიალდა და ალეკ ბოლდუინის ნასროლმა „ბრმა ტყვიამ“ ოპერატორი, ჰალინა ჰაჩინსის სიცოცხლე...
დაწვრილებითDetails