პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
„კრემლი, ფაქტობრივად, სასტიკად შეცდა საკუთარ სამხედრო შესაძლებლობების, უკრაინის წინააღმდეგობის სიძლიერის, ევროპის მტკიცე განწყობისა და ერთიანობის შესახებ. მან გააძლიერა ნატო, რომელიც გაფართოვდება“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.









