თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინდ-მეწარმეებსა და ქალაქ...
დაწვრილებითDetailsბათუმში, თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე "თევზის კაფეში" აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქება დილის 06:00 საათზე, კაფის სამზარეულოს ნაწილში მოხდა....
დაწვრილებითDetailsუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის პირბადეების გამოყენებას და სოციალურ დისტანცირებას, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. „ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას. აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო გართულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 683 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 237 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დაწვრილებითDetailsყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ერთეული შემთხვევები ნიშნავს იმას, რომ კორონა არსად არ გამქრალა. „შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევებიც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ - თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია. ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაწვრილებითDetailsგომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც სოფელ შემოქმედის მკვიდრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოქალაქის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, საძიებო...
დაწვრილებითDetailsამ საგანგაშო ცნობას ქართველი პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ: ,,რა ხდება ნაღვარევში?!. რა საშიშროება ელის ეკლესიას, სადაც კრწანისის...
დაწვრილებითDetailsე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინფექცია რუსეთიდან დაბრუნებულ რვა კურსანტსა და ერთ...
დაწვრილებითDetailsბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაა. სამოქალაქო აქტივისტებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები:...
დაწვრილებითDetailsდაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, აუზზე და ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. მისი თქმით, წყლით კორონავირუსი არ...
დაწვრილებითDetailsისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ „მაპარალიზებელი სანქციები“ გამოიყენოს. მანვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი...
დაწვრილებითDetails