პოლიტიკა

“ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორია”

„რეფორმების ჯგუფის“ წევრების, ხათუნა სამნიძის და თეონა აქუბარდიას, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11...

დაწვრილებითDetails

დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილს საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“...

დაწვრილებითDetails

ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს – მიხეილ სააკაშვილი

ოთხი დიდი სახელმწიფო ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას - ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს,...

დაწვრილებითDetails

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხელმისაწვდომობა, ბავშვთა ბენეფიტის გაზრდა და სხვა საკითხები, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებულ ოპერაციას სრულად დააფინანსებს. აქამდე მოქმედი პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში ფინანსდებოდა არა უმეტეს 70 000 ლარით, პაციენტის თანაგადახდის წილი კი, 50 000 ლარს შეადგენდა. მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების  ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტს თანაგადახდის წილი მთლიანად მოეხსნა და ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურებას სრულად - 120 000 ლარით დააფინანსებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის იანვარში  და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა  მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან  გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა.

დაწვრილებითDetails

19 ივნისს იპოდრომის სამეზობლო თემი მერიასთან აქციას მართავს

,,მესამე წელია, იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. პერიოდულად ,  სამშენებლო პროცესი გააქტურდება, ხანდახან კი მიიძინებს ხოლმე. ბოლო თვეებში , მერიის სამსახურების...

დაწვრილებითDetails

,,ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო”-ბრაიან კემპი

"ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ  კვლავ მიგვახვედრა, რომ  ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს...

დაწვრილებითDetails

ილია დარჩიაშვილი – ერთად, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა

საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება წლის განმავლობაში ძალინ აქტიურად იყო ჩართული ამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის  კონტინენტზე

ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის  კონტინენტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებზე მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. “ევროპელ ლიდერებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებში თემაზე: "ვერთიანდებით ევროპისთვის". კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის  კონტინენტზე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დაწვრილებითDetails

პრემიერი – მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება

ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილი – ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი

რაც შეეხება ფრენებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, მე რამდენიმე დიდ ქვეყანას დაგისახელებთ - ჩინეთი, ზე-სახელმწიფო, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა, უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანა არის ისრაელი ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში და სამეზობლოში აზერბაიჯანი და სომხეთი, აღარ გავაგრძელებ, ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა, არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება, - , -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების დამსახურებით, საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. „ვინაიდან ფრენები ჩვენს შემთხვევაში შეწყვეტილი იყო 2019 წლიდან, ცნობილი მოვლენები რაც მოხდა, მას შემდეგ, ჩვენ არ გაგვიუქმებია ფრენები, ეს რუსეთის გადაწყვეტილება იყო და მას შემდეგ ფრენები აღარ ხორციელდებოდა. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეები, ახლა მე გიყვებით ფაქტებს, როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში, ან ბელორუსიის გავლით, ან სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უწევდათ საათობით ლოდინი და რითაც მთავარია 2-ჯერ და 3-ჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ესაა უზარმაზარი დისკომფორტი და უფრო დიდი ხარჯი. ამას გარდა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც და ამისკენ ისწრაფოდა წინა ხელისუფლება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებდნენ. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და აღარ გავაგრძელებ, აღარ დაგღლით ამ დეტალებით, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ამიტომაც, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა ცნობილი ჩვენთვის გუშინ და მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ამას ქმედება არ მოჰყოლია, ჩვენ, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი, დეტალი, არა - მთავარი,“- აღნიშნა პრემიერმა.

დაწვრილებითDetails
Page 458 of 876 1 457 458 459 876

კატეგორიები