იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ "საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს კანონით არა მხოლოდ სახელმწიფო...
დაწვრილებითDetailsევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების დარბევის“ შესახებ იმსჯელებენ. დებატები ადგილობრივი...
დაწვრილებითDetailsრიგგარეშე არჩევნების არავითარი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა....
დაწვრილებითDetailsრადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები...
დაწვრილებითDetailsადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი და არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება. „თვითონ ევროპელებიც აღნიშნავდნენ თავიანთ კომენტარებში, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა, ესეც გარკვეული არ არის, იმიტომ, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება. მაგრამ ასეც და ისეც, თავადვე აცხადებენ, რომ ეს არის სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთვა მაინცდამაინც არ ექნება. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, თუ ელჩები, მათ ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში. ესეც დაადასტურებს თვითონ ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი, არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება, არის უბრალოდ, პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. როდესაც ელჩებთან დაკავშირებით მიდის ასეთი საუბარი, იცით, რომ ელჩი არის ზოგადად, ხელშეუხებელი, ომის დროსაც კი და როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ ჩვენს ელჩებს დაუწესოს სავიზო შეზღუდვები, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, ეს არის ელემენტარული პრინციპების დარღვევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, თავადაც არ არიან ბოლომდე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამ გადაწყვეტილებებში, ვისზე შეიძლება გავრცელდეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს, უნდა გავრცელდეს თუ არა საერთოდ. ამიტომ, მათ დაიწყეს საუბარი პროცედურების წამოწყებაზე. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ასეც და ისეც, ეს ყველაფერი არის სიმბოლური აქტი, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, არის უბრალოდ, სამწუხარო, პოლიტიკური, ანტიქართული გადაწყვეტილება. ეს არის მარტივი პროვოკაცია, რომლის მიზანია მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციას. ჩვენ, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე და პროვოკაციებზე წამოგებას, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, “ - განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsსაქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან,...
დაწვრილებითDetailsროდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამო უნდოდა ხელისუფლებას თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. „როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, მივიღეთ. მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს - ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში და აერიათ ქვეყანა, რაც შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია“, - განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsპირდაპირ ვხედავთ ერთ რამეს, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, - ამის შესახებ...
დაწვრილებითDetailsჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში...
დაწვრილებითDetails28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა პრევენციას, ჩვენ რომ არ გაგვეხმოვანებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის მძიმე მოვლენები,...
დაწვრილებითDetails