იმერეთში დაკარგული ქალი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას გვერდი "პოლიციელი გმირია" ავრცელებეს. "მეხანძრე-მაშველებმა 83 წლის დაკარგული ქალბატონი, სახლიდან 12 კილომეტრში, ქვილიშორის ტერიტორიაზე,...
დაწვრილებითDetails1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში...
დაწვრილებითDetailsჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია...
დაწვრილებითDetailsსაქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. „თქვენო უდიდებულესობავ, თქვენო სამეფო უმაღლესობავ, გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პრეზიდენტებო და პრემიერ-მინისტრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მის უმაღლესობას, შეიხ მოჰამედ ბიზ ზაიდ ალ ნაჰიანს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გულუხვი სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით. და ახლა, ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს. ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად. ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებითDetailsპიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შექიმნა. როგორც პეტიციაშია აღნიშნული პიროტექნიკის გამოყენება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამას ადასტურებს გასული წლების სტატისტიკა. "2023 წელს მხოლოდ...
დაწვრილებითDetailsმოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს - ასე ეხმაურება „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ არსებულ კანონში...
დაწვრილებითDetailsვისზე და რაზე უნდა იყოს ქუთაისის ბიუჯეტი გათვლილი, რას ფიქრობენ მოქალაქეები და რატომ უწოდებს გიგა შუშანია 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს...
დაწვრილებითDetailsდაპირისპირებაა ოპოზიციაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ორადაა გაყოფილი, რას ფიქრობენ ქუთაისელები შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე, როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები საზოგადოების არჩევანზე და რა...
დაწვრილებითDetailsემიგრანტობის მძიმე ხვედრი და უკვდავი „შელოცვა რადიოთი“ - მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსოფლიო პრემიერა შედგა https://www.youtube.com/watch?v=AUbzWQ5cVwQ
დაწვრილებითDetailsგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს...
დაწვრილებითDetails