ქუთაისში ცე ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა. მოქალაქეებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ჯგუფში შესაძლებლობა ჰქონდათ C ჰეპატიტზე შემოწმება ჩაეტარებინათ. აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ორგანიზაციებმა ,,ჩვენ დავამარცხეთ ცე“ და ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეულის ფარგელბში ჩაატარეს. სკრინინგ აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. ეს ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და წელს ევროპის ტესტირების კვირეული 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.










