“მოვითხოვთ პასუხს რა დაემართა ამ ბოვშს” – ჭიათურაში გარდაცვლილი მაღაროელი სახლში გადაასვენეს
ჭიათურაში, მაღაროში დაღუპულ 29 გაგა ბოჭორიშვილს 9 თვის შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ოჯახი წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ცხოვრობს. მეუღლე აფხაზეთიდან...
ჭიათურაში, მაღაროში დაღუპულ 29 გაგა ბოჭორიშვილს 9 თვის შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ოჯახი წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში ცხოვრობს. მეუღლე აფხაზეთიდან...
ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია...
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფცია მომზადდა. “დოკუმენტი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის...
ინდოეთში გამართულ კინოფესტივალ Indywood Film Carnival-ზე საქართველო უცხოური ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. ღონისძიების დროს, დაჯილოების ცერემონიალიც შედგა და ნომინაციაში კინოტურიზმი,...
ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამხატვრო სკოლას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მხატვრის დავით კაკაბაძის სახელი მიენიჭა - ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების ცვლილებებზე იმსჯელეს,...
საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისთვის ამერიკის მთავრობა 1.6 მილიონიან პროექტს იწყებს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. "საქართველოს...
საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ტყის კოდექსი“ პირველი მოსმენით მიიღო ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის...
ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე: ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად. „უნდა გვესმოდეს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სარეკლამო ბაზრის არეალს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე, რეკლამის დამკვეთებზე, არამედ - რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე.“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ. ამასთან ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის პროექტებში ცვლილებების პაკეტი, რომელზეც კონსულტაციები დაწყებულია და ბიზნესთან, პარლამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. „საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საკანონდებლო ცვლილებები, რომელზეც შენიშვნები კერძო სექტორის ჩართულობით მოვამზადეთ. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი შედარებით დაბალანსებულია და კერძო სექტორის რიგი კრიტიკული შენიშვნების ასახვის შემთხვევაში ოპტიმალურ სახეს მიიღებს. ჩვენი და ბიზნესის პოზიციაა, რომ კანონპროექტის მიზნების მისაღწევად უკვე დარეგისტრირებულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელება მეტად ეფექტიანი იქნება ვიდრე პარალელურად პარლამენტში უკვე ერთხელ ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალი შემობრუნება“ - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი. შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა 2019 წლის 19 ივნისს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით განახლებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს.
ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად „ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური...