წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიკრიბა.
საბჭოს წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების ცვლილებებზე იმსჯელეს, რაც ძირითადად ერთჯერადი დახმარების ნაცვლად გრძელვადიან პროგრამებზე გადასვლას გულისხმობს. განიხილეს შენობებზე პანდუსების გაკეთებისა და რეაბილიტაციის, სოციალური საწარმოს შექმნისა და შშმ პირების დასაქმების საკითხები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს. საბჭოს თავმჯდომარე მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილია, მოადგილე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე, წევრები კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი, მერიის სამსახურის უფროსები, ააიპ-ების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შშმ პირები.