გთხოვთ ილოცეთ დღეს 20:00 სთ-ზე | 8 წლის დათის მდგომარეობა დამძიმდა
8 წლის დათის ახლობელი , მანანა ხორბალაძე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა სამკურნალოდ წასულ მოზარდს ოპერაცია...
8 წლის დათის ახლობელი , მანანა ხორბალაძე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა სამკურნალოდ წასულ მოზარდს ოპერაცია...
ქართული რაგბის დიდი მოამაგე და ქომაგი დიმა ფულარია გარდაიცვალა | ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ვიცე მერი , დავით ერემეიშვილი ავრცელბს...
ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი პროფესორი, რომელიც წუხელის ჩამოფრინდა რიგიდან აეროპორტიდან თბილისში მიმავალი ტაქსის მძღოლმა გაიტაცა...
კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, გვინდა რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკა იზრდება და თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, ტურიზმი დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. „ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე მოგახსენებთ. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება, ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, ჩვენ გვინდა რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით, ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში “,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბავშვების სასტიკი მკვლელობისთვის დაპატიმრებულმა დუმილი დაარღვია. იაგო ნებიერიძემ 18 წლის წინ მოკლული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი სამართალდამცველებს თავად მიუთითა....
დღეიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის...
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი,...
ის დღე წარმოუდგენლად საშინელი იყო, იყო გასროლის ხმა, აფეთქბა, ქმარმა დამიყვირა გადადი მანქანიდანო... - ასე იწყება ბიბისი-სთან ინტერვიუ უკრაინელი ვიქტორია კოვალენკოსი,...
საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორად მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია გვაქვს. მაგალითად დღეს 107 შემთხვევა იყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. გახსოვთ კარგად, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა დაიწყო ცირკულირება და ჩაანაცვლა სხვა შტამები, მწვანე ბარათები გავაუქმეთ იმიტომ, რომ აზრს კარგავდა აღნიშნული მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან კრიტიკა მივიღეთ, რომ ეს როგორ გააკეთეს და აშ.. სულ რაღაც ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორედ იმართა მინისტრის, მთავრობის მიერ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამიტომ, ყველაფერი არის სტაბილურად. სისტემას ზოგადად, მართვის თვალსაზრისით არავითარი გამოწვევა არ ჰქონია და დღეს, კიდევ გავიმეორებ, 100 შემთხვევაა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ეს პრობლემა, კრიზისი გადალახულია, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გავამარტივეთ, ნიღბის ტარება გარე სივრცეში მოვხსენით, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი, რა თქმა უნდა, მოიხსნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება „გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, ბატონ მინისტრს მე დავავალე, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს და ზოგადად ცირკულაცია ამ ფსიქოტროპული მედიკამენტების. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. „რას ნიშნავს ეს ცვლილება - ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როდესაც ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულებს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ქვია, ეს დაღუპვა, რიგ შემთხვევაში ადამიანები ისე, ყოველგვარი დანიშნულების გარეშე მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, იწვევს სავალალო შედეგებს. საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გარეშე, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორდ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“- აღნიშნა პრემიერმა.