13 მარტს შემოტანილ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზას ვადა 31 მაისს ეწურება – ამის შესახებ ჟურლანისტებისთვის გამართულ ვენიბინარზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
“რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელსაც ველოდებით აპრილში, სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შემოვა, მათი ვარგისიანობის შესახებ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იმდენად მცირე დოზებია ჩვენს საჭიროებასთან შედარებით, რომ მათი ათვისება მოესწრება და არ გახდება დოზები ჩამოსაწერი ვადის გასვლის გამო”, – ამბობს ზახაშვილი.
AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქრთველოში 13 მარტს შემოვიდა.
წყარო : ” მთავარი”.









