თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომ არსებობს არაჩვეულებრივი პროექტი ბათუმში, რომელსაც სახელად “Asea sool” ეწოდება, დროა მოიძიოთ, მოუსმინოთ , იამაყოთ და შეიყვაროთ. ბექა და ათინა ჯანუაშვილები, და_ძმა მზიანი აჭარიდან.
ბათუმში ფერად და ხმაურიან ღონისძიებაზე Black Sea Sound მათ დები იშხნელების კომპოზიცია “არ დაიჯერებ შეასრულეს.
Black Sea Sound დასაბამს 2014 წლიდან იღებს და მიზნად ისახავს საავტორო სიმღერების პოპულარიზაციას. იგი საქართველოში მოღვაწე ბენდებს საშუალებას აძლევს საკუთარი შემოქმედება ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს გააცნონ.