ევროპის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის [ALDE] პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაა ვრცელებს.
ჰანს ვან ბაალენი 1999-2009 წლებში იყო ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2009-2019 წლებში ევროპარლამენტის წევრი, 2009-2014 წლებში Liberal International-ის პრეზიდენტი.
ბაალენი ALDE-ს პარტიის პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან დღემდე იკავებდა.
ბაალენი, საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იყო. ბოლო დროს, აქტიურად ავრცელებდა განცხადებებს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე.
წყარო : https://www.aldeparty.eu










