“დიალეზის კაფსულა გაუსკდა და სისხლი სდიოდა” – პატრულის ეკიპაჟმა შუახნის მამაკაცი გადაარჩინა.
როგორც “მეგა ტვ”-ს აცნობეს შემთხვევა წყალტუბოს რაიონში მოხდა. საპატრულო ეკიპაჟმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეამჩნია გზის გვერდულზე გაჩერებული მანქანა და ხალხი, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას. სიტუაციაში გარკვევის მიზნით შეჩერდა ეკიპაჟი, სადაც დახვდათ მამაკაცი, რომელსაც, როგორც ადგილზე გახდა ცნობილი დიალეზის კაფსულა გაუსკდა და სისხლი სდიოდა. მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გაუწია პირველადი დახმარება, პარალელურად შეაჩერეს გზაზე მიმავალი კატასტროფის ბრიგადა და ერთობლივი ძალებით მიხედეს მამაკაცს სასწრაფოს მისვლამდე.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.