“კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას” – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” განაცხადა:
“კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფლების ქარტიას, ეს არის დოკუმენტი , რომელზეც საზოგადოების ყველა ფენა შეთანხმდა და იქცა კანონად და შესაბამისად, ის რაც ეწინააღმდეგენა კანონს არ უნდა არსებობდეს, თუმცა არსებობს სხვადასხვა ინსტანციური დამოკიდებულებები მის მიმართ. რა პერიოდში უნდა აიღონ, როგორ უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი, სად და რა პირობებში უნდა იყოს მისი დისლოკაციის ადგილის შეცვლა და შესაბამისად, ამაზე აღმასრულებელი რგოლი მსჯელობს და ასევე ჩვენი მხრიდან, გენდერული საბჭოს მხრიდან არაერთხელ გაიგზავნა რეკომენდაცია, ასევე საკრებულოს კომისიის მხრიდან, თუმცა ამ პროცესს აღმასრულებელი რგოლი უპასუხებს. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო პასუხები სად მიდის ეს ძეგლი დემონტაჟის შემდეგ, ამ პროცესებს კი დრო და მომზადება სჭირდება. დამერწმუნეთ არავის არ სჭირდება, თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობას ხელოვნურად პროცესის გაჭიანურება.” – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში”.
შეგახსენებთ რომ კიკვიძის ძეგლის აღებას ქუთაისში წლებია აქტიურად ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წევრები. განცხადებით კიკვიძის ძეგლის აღებისა და აქ ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის შესახებ მერის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გიგა მელქაძემაც მიმართა. თუმცა ჯერ ამ მოთხოვნებს აღამასრულებელი ხელისუფელბა არ ეხმაურება.
“ვასილ ნახვამდის” – ქუთაისში კვლავ ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვენ (+ვიდეო)