სისხლიანი გარჩევა ქუთაისში , შერვაშიძის ქუჩაზე. როგორც ადგილობრივები განმარტევენ ხმაური მათ ღამით დაახლოებით 2 საათზე გაიგონეს , დილით კი როგორც სადარბაზოს კიბეები ისე გარეთა პერიმეტრი სისხლში მოთხვრილი დახვდათ.
ამ დროსათვის არსებული ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პიროვნებაა დაჭრილი.
შსს-ს ცნობით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა.