“ისევ მოხდა არმოსახდენი!.. სკოლაში მოვედით და სამასწავლებლოში მისალმებაზე პასუხად მივიღეთ: ,,ცუდი ამბავია, სიმარა გარდაიცვალა…” გონებაში ვერ მოთავსდა აზრი, რომ ეს სიმარა ჩვენი მეცხრეკლასელი გოგონა შეიძლებოდა , ყოფილიყო… ლამაზი, შავთვალება, სუფთა, წყნარი, მორცხვი, მომღიმარი… ძმასთან, მამედთან, ერთ კლასში სწავლობდა… რა მოხდა, არავინ იცის. ზოგი ამბობს, ყვავილიაო, ზოგი – წითელააო. ალბათ, სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს ამ საშინელების მიზეზს… მთელი სკოლა ტირის, გლოვობს… ჩვენ ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებს, თანატოლებს – ყველას… უფალო, ნუ შეამთხვევ მსგავს საშინელებას ნურც მტერსა და ნურც მოყვარეს – ნურც ერთ დაბადებულს, ამინ…”
დმანისში, ირგანჩაის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი სიმარა მამედოვაა.
“გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში”-პრემიერი
დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტეზერის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის...









