უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. გუგა გაგნიძის ცხედარი ზესტაფონში საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ომში დაღუპული მებრძოლის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, 40 წლის მეომარი უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც იბრძოდა.
გუგა განიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ის ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა. გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი “ვაგნერელების” ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილი თანამებრძოლები ამბობენ, გუგამ ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.