1984 წლის 3 ოქტომბერს საბჭოთა ათეისტურმა რეჟიმმა ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრიტა მღვდელმონაზონი თეოდორე (ჩიხლაძე)
“ხალხო! გულებში ჩაიხედეთ, თქვენსავე გულებში მაინც თქვით, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, დახვრეტის მუხლი დავიმსახურო. მე სახარებით ვცდილობდი მორწმუნეთა და ურწმუნოთა შემოერთებას… თავს დამნაშავედ არაფერში ვცნობ…
თუ თქვენ სიცოცხლეს შემინარჩუნებთ, სახლში მაქვს ერთი ძველი ქართული რუკა, სადაც აღნიშნულია საქართველოს ყველა ტაძარი და მონასტერი… სადაც ხელს დამიდებთ, მთლად გადაკარგულ მთებშიც რომ იყოს, წავალ და იქ განვლევ ჩემს გატანჯულ ცხოვრებას…
და თუ მაინც მომკლავთ და ამ ხალხს ჩემი სიკვდილით რამე ეშველება, მზად ვარ, სიამოვნებით მივიღო თქვენი განაჩენი”, – აღნიშნა მამა თეოდორემ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას ცილისმწამებლური ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.
მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს და აცხოვნოს მღვდელმონაზონ თეოდორეს უკვდავი სული.
შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები.
წყარო : საეკლესიო კალენდარი.










