უკრაინაში, „ჩერნომორსკისა“ და „პივდენეს“ (ე.წ. სამხრეთის პორტი) პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. ისინი სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში გაიტანენ, – წერს უკრაინული მედია ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.
ოფიციალური უწყების ცნობით, გემებზე 115 000 ტონა მოსავალია დატვირთული. გემებზე დატვირთული მარცვლეულის დიდი ნაწილი ბანგლადეშსა და ლიბიაში იგზავნება.
უკრაინამ, თურქეთმა, რუსეთმა და გაერომ უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს მოაწერეს.










