აზოვსტალის დამცველები, მათ შორის, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკოც გათავისუფლდნენ.
ინფორმაცია და ფოტომასალას უკრაინული მედიასაშუალებების ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
უკრაინული მედია წერს, რომ აზოვსტალის დამცველები ხარკოვის გათავისუფლების ოპერაციისას ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროებისა და პილოტების სანაცვლოდ გაათავისუფლეს.










