ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრის ინფორმაციით, საქართველოს ბანკში მყოფი 12 მძევლიდან ერთ-ერთი ორსული ქალია.
“ამბობენ, რომ ფეხმძიმე გოგოა შიგნით კიდევ და მისი მდგომარეობაც როგორია, არ ვიცით” – ამბობს ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დილით შეიჭრა, ის ითხოვს 2 მილიონ აშშ დოლარს, ასევე “სპრინტერის” ტიპის ავტომანქანას, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას.










