LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორტან ურთიერთობას”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორტან ურთიერთობას”-ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2022/09/02-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ამერიკას,
ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული არაერთი მიმართულებით, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.

“ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და , პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა  არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით.
მათ შორის მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო,  თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს.

მე ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ასევე მინდა შემდეგი გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ეს არის ჩემი პასუხი”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დანართების არე
გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას გომის მთაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
გომისმთაზე მოზარდი დაიღუპა
მთავარი

გურიანიუსის ინფორმაციით აგომის მთიდან მომავალი ავტომობილის ავარიის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო,...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ,  პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი
მთავარი

მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს - ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს "დღის ამებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია. შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოჰქონდათ

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგური დასრულდება – მარიამ ქვრივიშვილი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული...

დაწვრილებითDetails

ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული – რა ხდება გელათში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

“ქალბატონო ნანუკა მე ვარ გელათის მონასტრის სტიქაროსანი 1993 წლიდან. ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმიდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებიდან იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი...

დაწვრილებითDetails

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 21 700 000 ლარს მიიღებს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით თანხის გამოყოფა დაევალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №1755 განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის – მთავრობა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
მარნეულში ავარია მოხდა
მთავარი

მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (11.8 გარდაცვალების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე) დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 4.5 გარდაცვალების შემთხვევას 100,000 მოსახლეზე....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"