იტალიაში მაფიოზური კლანის, “ნდრაგენტის“ წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კრიმინალური დაჯგუფების წევრები.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი სინდიკატის წევრებს 72 მილიონი ევროს ღირებულების ქონება ჩამოართვეს.










